ავტორი:

ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლეებთან ერთად, ალავერდის ტაძარში იმყოფებოდნენ - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დეტალები (ფოტოები)

ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლეებთან ერთად, ალავერდის ტაძარში იმყოფებოდნენ - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დეტალები (ფოტოები)

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ორბანმა და საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ერთობლივ ბრიფინგამდე საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

მოგვიანებით ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.

მათ, მეუღლეებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და ტაძარი მოილოცეს. სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.

პრემიერებმა უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერეს.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა ასევე დააგემოვნეს ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო.ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში უნგრეთის დელეგაციასა და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლე ანიკო ლევაი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებმა მონასტერი მოილოცეს. ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თეოდორამ უმასპინძლა.მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებს საჩუქრად აზარფეშა და უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს, ასევე − მონასტრის დედების მიერ ამოვლებული ჩურჩხელები, კალენდარი და ბუკლეტი წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ.