ავტორი:

23 წლის ებრაელი სამხედროს გმირობის ამბავი, რომელმაც ჯერ ტერორისტები დახოცა, სიკვდილის შემდეგ კი 5 თანამემამულე გადაარჩინა - "მისი ორგანოები პაციენტებს გადაუნერგეს"

23 წლის ებრაელი სამხედროს გმირობის ამბავი, რომელმაც ჯერ ტერორისტები დახოცა, სიკვდილის შემდეგ კი 5 თანამემამულე გადაარჩინა - "მისი ორგანოები პაციენტებს გადაუნერგეს"

ისრაელის ტრანსპლანტაციის ეროვნულმა ცენტრმა ხუთშაბათს უმძიმესი ინფორმაცია გაავრცელა ომის დროს გარდაცვლილი გოლანელი მებრძოლის, 23 წლის ამიხაი რუბინის შესახებ, რომლის ორგანოებიც ხუთ პაციენტს გადაუნერგეს.

რუბინი შაბათს შუადღისას გადაიყვანეს ადასაჰ ეინ კერემის საავადმყოფოში. მებრძოლმა მძიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა თავის არეში მიიღო. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც ამიხაის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს, ჯარისკაცის ოჯახმა სხვების სიცოცხლის გადასარჩენად მისი ორგანოების გაჩუქება გადაწყვიტა.

საბოლოოდ, ებრალი გმირის ფილტვები 70 წლის პაციენტს გადაუნერგეს ბეილინსონის საავადმყოფოში, ღვიძლი - 23 წლის პაციენტს იჩილოვში, ღვიძლის ნაწილი გადაუნერგეს რვა წლის ბავშვს შნაიდერში. ერთი თირკმელი გადაუნერგეს 29 წლის გოგონას ბეილინსონში, ხოლო მეორე თირკმელი - 7 წლის გოგონას რამბამში.

აკრის მკვიდრი ამიხაი რუბინი თავდასხმის დროს სამხრეთის ფორპოსტში იმყოფებოდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეუტია და საპასუხო ცეცხლი გაუხსნა მტერს, რის შედეგადაც ბევრი ტერორისტი მოკლა. ბრძოლის დროს ჯერ ფეხში დაიჭრა, ამის მიუხედავად ბრძოლა გააგრძელა. ახალგაზრდას რამდენიმე წუთის შემდეგ ტყვია თავში მოხვდა და ამის მიუხედავად, როგორც ადგილობრივი მედია წერს, 20 წუთის განმავლობაში კიდევ გააგრძელა ბრძოლა, სანამ გონება არ დაკარგა. ამიხაის გმირობის ამბავი მისმა გადარჩენილმა მეგობრებმა ოჯახსა და მედიას გაუზიარეს.

წაიკითხეთ ასევე: