ავტორი:

"ენით აღუწერელ ტრაგედიას ვხედავ... ყველაზე რთული დღე იყო ჩემს კარიერაში" - ღაზას საავადმყოფოში BBC-ის ჟურნალისტი ნანახის გამო ატირდა და მუხლებზე დაემხო (ვიდეო)

"ენით აღუწერელ ტრაგედიას ვხედავ... ყველაზე რთული დღე იყო ჩემს კარიერაში" - ღაზას საავადმყოფოში BBC-ის ჟურნალისტი ნანახის გამო ატირდა და მუხლებზე დაემხო (ვიდეო)

ისრაელსა და ღაზას სექტორში მიმდინარე ამბების გამო გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიებს შეუძლებელია ვინმემ გულგრილად შეხედოს. მსხვერპლი ორივე მხარეს დიდია. დაპირისპირებას უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, ბავშვები ეწირებიან.

  • მედიაში გავრცელდა ღაზას ყველაზე დიდი საავადმყოფოდან კადრები, სადაც ჩანს როგორ ვერ იკავებენ ემოციებს BBC-ის რეპორტიორი და ოპერატორი.

BBC-ის არაბული ბიუროს ჟურნალისტი ადნან ელ ბურში კლინიკაში ნანახის გამო ატირდა და მუხლებზე დაეცა. "ენით აღუწერელ ტრაგედიას ვხედავ", - თქვა მან.

იქ არსებული სიტუაციის ნახვისას კი თავი ვერ შეიკავა და ატირდა. "ვხედავ ისეთ რაღაცებს, რაც არასდროს მინახავს“, - ამბობდა ჟურნალისტი. კადრში ასევე ჩანდა მაუწყებლის ერთ-ერთი ოპერატორი, რომელიც ნანახის გამო ტიროდა.

  • გარდა უმძიმესი სურათისა, რომელიც BBC-ის გადამღებ ჯგუფს კლინიკაში დახვდა, ასევე აღმოაჩინეს, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა შორის მათი ახლობლებიც იყვნენ.

"ყველგან ცხედრებია“, - ასე აღწერენ ნანახს.

ასობით მძიმედ დაშავებული ადამიანი კლინიკის დერეფნებში იყვნენ, ტრავმიანი ადამიანების ფონზე კი დერეფნებშივე და ასევე საავადმყოფოს მიმდებარედ ცხედრები ესვენა.

"ეს ჩვენი, ადგილობრივი საავადმყოფოა, აქ ჩემი მეგობრები, მეზობლები არიან, ეს ჩემი საზოგადოებაა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იყო ჩემს კარიერაში, საშინელი, არნახული რაღაცები ვნახე“, - ამბობს ელ-ბურში. ჟურნალისტის თქმით, ნახეს პატარა გოგონა, სისხლიანი სახით, მტვრით დაფარული, რომელიც ტიროდა ტკივილისგან და შიშისგან.

ჟურნალისტმა, რომელიც ღაზაში ცხოვრობს და 2010 წლიდან BBC-ში მუშაობს, გაარკვია, რომ ბავშვმა დაკარგა სახლი, ხოლო მისი ნათესავები დაიღუპნენ. "ამ გოგონას სახლი დაინგრა, მისი ახლობლები მოკლეს. მას დახმარება სჭირდება. ჩემი ქალიშვილი ამავე ასაკისაა. მინდა ჩავეხუტო“, - ამბობს რეპორტიორი.

ნახეთ ვიდეო: