ავტორი:

"მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და..." - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

"მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და..." - ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ჩვენი მოქალაქეების 90% საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, საელჩოსთვის საქართველოს მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში ლეგალური ან არალეგალური ყოფნა მნიშვნელოვანი არ არის.

მისი თქმით, რეგისტრაციისთვის საკმარისია საქართველოს პასპორტი და ფოტო სურათი.

"ჩვენი მოქალაქეები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგნენ. ვინც ასეთ აღრიცხვაზე დგას, ჩვენ გვაქვს მათთან ტელეფონით წვდომა. ჩვენი მოქალაქეების 90% რეგისტრირებული არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მარტივი წვდომა გვექნება მათთან.

რეგისტრაციისთვის საბუთის მოწესრიგება საჭირო არ არის. საკონსულოში რეგისტრაციისთვის საჭიროა საქართველოს პასპორტი, ფოტო სურათი. მისი ლეგალური ან არალეგალური ყოფნა ისრაელის სახელმწიფოში ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს მოქალაქე“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.