ავტორი:

ისრაელმა ღაზასა და ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა - რა ზიანის მიყენება შეუძლია აღნიშნულ ნივთიერებას ადამიანისთვის?

ისრაელმა ღაზასა და ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა - რა ზიანის მიყენება შეუძლია აღნიშნულ ნივთიერებას ადამიანისთვის?

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორსა და ლიბანში დაბომბვების დროს თეთრი ფოსფორი გამოიყენეს - ამის შესახებ ინფორმაციას Human Rights Watch ავრცელებს. უფლებადამცველების თქმით, ასეთი იარაღის გამოყენება სამოქალაქო პირებს სერიოზული და გრძელვადიანი დაზიანების საფრთხის წინაშე აყენებს.

"თეთრი ფოსფორის გამოყენება ღაზაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“,- აცხადებენ უფლებადამცველები.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ღაზის სექტორში თეთრი ფოსფორის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებათ. ხოლო ლიბანთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

  • თეთრი ფოსფორი ცვილის მსგავსი, ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც იწვის 800 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე (დაახლოებით 1500 გრადუსი ფარენჰაიტი) - საკმარისად მაღალია ლითონის დნობისთვის.
  • თეთრ ფოსფორს ადამიანის კანის ძვლებამდე დაწვა შეუძლია, იწვევს ღვიძლის, თირკმელებისა და გულის დისფუნქციას.

თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალის ლეგალურად გამოყენება შესაძლებელია ბრძოლის ველზე კვამლის ეკრანების შესაქმნელად, განათების უზრუნველსაყოფად ან სამხედრო დაწესებულებების დასაწვავად, თუმცა მისი გამოყენება იმ ტერიტორიაზე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობითაა დასახლებული, აკრძალულია.

Human Rights Watch-ის თანახმად, 2008-2009 წლებში, ისრაელი ღაზას სექტორში ოპერაციის დროს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ფართოდ იყენებდა თეთრ ფოსფორს...წყარო

წაიკითხეთ ასევე: