ავტორი:

"ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთში შეიჭრას" - Politico

"ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი, შესაძლოა, სომხეთში შეიჭრას" - Politico

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას.

  • ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico აღნიშნულ საუბარში მონაწილე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, 3 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, ამერიკელმა კანონმდებლებმა ბლინკენს მოსთხოვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინააღმდეგ ზომები მიეღო სექტემბერში მთიან ყარაბაღში შეჭრასთან დაკავშირებით.

ბლინკენმა მათ უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ანგარიშვალდებულებისთვის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს და არ აპირებს აზერბაიჯანისთვის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გამორიცხვის გაგრძელებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას აძლევდა ბაქოსთვის სამხედრო დახმარება მიეწოდებინა.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ გეგმავს იმ საკანონმდებლო მუხლის განახლებას, რომელიც 2002 წლიდან აშშ-ს ბაქოსთვის იარაღის მიწოდების უფლებას აძლევს.

წყაროების ცნობით, ამავე საუბარში ბლინკენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში სამხრეთ სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრის შესაძლებლობას განიხილავს.

მიუხედავად ამისა, ბლინკენმა დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებთან საუბარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რწმენა გამოთქვა.