ავტორი:

"45-ზე მეტი მცირეწლოვანი, მშობლებთან ერთად, დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება" - ირაელში საქართველოს ელჩი

"45-ზე მეტი მცირეწლოვანი, მშობლებთან ერთად, დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება" - ირაელში საქართველოს ელჩი

"დაკარგული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ შემოსულა და იმედი მაქვს, არც გვექნება ასეთი ინფორმაცია", - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კომერციული რეისით 45 მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახთან ერთად ისრაელიდან თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება.

"ჩვენი მედიით ან სოციალური ქსელებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო პანიკა ვრცელდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, რომ არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი "ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ და ამ კომერციულ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

ეს არის კვირას საღამოს, სადაც ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ ოჯახებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი, თავის მშობლებთან ერთად გამოემგზავრება დღეს თბილისის მიმართულებით“, - განაცხადა ელჩმა.