ავტორი:

ვალერი მელაძის ქალიშვილის გრანდიოზული ქორწილი საქართველოში - ვინ არის ინგა მელაძის რჩეული, როგორი კაბა ეცვა პატარძალს და ვინ ესწრებოდა ცერემონიას (ფოტოები)

ვალერი მელაძის ქალიშვილის გრანდიოზული ქორწილი საქართველოში - ვინ არის ინგა მელაძის რჩეული, როგორი კაბა ეცვა პატარძალს და ვინ ესწრებოდა ცერემონიას (ფოტოები)

მომღერალ ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი, ინგა მელაძე მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული რუსი ფოტოგრაფი ნიკიტა ბერეჟნოი გახლავთ, რომელთანაც 2021 წლიდან არის ურთიერთობაში.

ქორწილი მელაძის სამშობლოში, საქართველოში გაიმართა. წვეულებაზე 150-200-მდე სტუმარი იყო მიწვეული.

"მეორე ქორწინებისთვის ინგამ მოკრძალებული თეთრი კაბა შეარჩია, რომელზეც შავი ქამარი ეკეთა", - წერს რუსული მედია.

ქორწილს, ცხადია, თავად ვალერი მელაძეც ესწრებოდა, მომღერალმა შვილს ბედნიერი დღე ცნობილი ჰიტებით გაულამაზა. ქორწილს არ ესწრებოდა მისი ამჟამინდელი მეუღლე, ალბინა ჯანაბაევა, ქორწილს არ ესწრება ასევე პატარძლის ბიძა კონსტანტინე მელაძეც.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პროდიუსერის მეუღლემ, ვერა ბრეჟნევამ განქორწინებაზე განცხადება გააკეთა.

რაც შეეხება ახლად დაქორწინებულს, 32 წლის ინგა მელაძის პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ეს მისი მეორე ქორწინებაა. იგი პირველად 2017 წელს დაქორწინდა მაროკოელ ჟურნალისტ ნორი ვერგეზეზე, რომელთან ერთადაც სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. ეს ქორწინება მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა: 2019 წელს წყვილი დაშორდა.

სხვათაშორის, ბოლო პერიოდში ეს მეორე ქორწილია მელაძეების ოჯახში. გასულ შემოდგომაზე მომღერლის 23 წლის ქალიშვილი სოფიკო დაქორწინდა.