არასრულწლოვანი, რომელიც ერთი კვირის წინ თელავში, ავარიისას დაშავდა და კომატოზურ მდგომარეობაში იყო, კლინიკაში გარდაიცვალა. 17 წლის ბიჭს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, 7 ოქტომბერს მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ოთხი მგზავრი დაშავდა.
მათგან სამი ახალგაზრდა მსუბუქაად დაშავდა, მეოთხეს კი, გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.