ავტორი:

“ჩვენ ოდესმე ვაპატიებთ არაბებს ჩვენი შვილების მკვლელობას, მაგრამ..." - ამ სიტყვების ავტორის, ისრაელის მე-4 პრემიერის გოლდა მეირის დის შვილიშვილი "ჰამასთან" ბრძოლაში დაიღუპა

“ჩვენ ოდესმე ვაპატიებთ არაბებს ჩვენი შვილების მკვლელობას, მაგრამ..." - ამ სიტყვების ავტორის, ისრაელის მე-4 პრემიერის გოლდა მეირის დის შვილიშვილი "ჰამასთან" ბრძოლაში დაიღუპა

“ჩვენ ოდესმე ვაპატიებთ არაბებს ჩვენი შვილების მკვლელობას, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებთ, რომ გვაიძულეს მოგვეკლა მათი შვილები…” - ეს სიტყვები ისრაელის ლეგენდარულ, მე-4 პრემიერ-მინისტრ (პრემიერობის პერიოდი: 1969–1974) გოლდა მეირს ეკუთვნის.

ცნობილი ხდება, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას მისი დის შვილიშვილი, 24 წლის კაპიტანი ჰადარ კამა შეეწირა. ახალგაზრდა კაცი "საიერეთ მატკალის კომანდოს" განყოფილების ოფიცერი იყო.

ის გახლდათ გოლდა მეირის უფროსი დის, შინა კორნგოლდის შვილიშვილი. ახალგაზრდა ბიჭს ოჯახის წევრებიდან მშობლები და ორი და - შირა და ალმა დარჩა.

IDF-ში გაწვევის შემდეგ მისი სამხედრო კარიერა წარმატებით ვითარდებოდა, თუმცა არმიაში სამსახური მისთვის ტრაგიკულად დასრულდა.

იმ საბედისწერო შაბათს, დილით ჰადარი თელ-ავივიდან სამხრეთში გადაიყვანეს. მომდევნო ბრძოლაში იგი თავის მეთაურთან, 27 წლის მაიორ ელი ზისარის გვერდით იდგა და იბრძოდა.

დაკრძალვაზე შვილის შესახებ გილა კამამ თქვა:

”ის იყო ქარიზმატული ახალგაზრდა. ახლა ყველამ იცის, რომ მისი სიძლიერის საიდუმლო იყო ურყევი მონდომება და გამძლეობა. ის მსახურობდა განყოფილებაში, რომელსაც ძალიან უყვარდა ის და მას ნამდვილად დაუბრუნდა ეს სიყვარული. ეს შენაერთი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და ის ფაქტი, რომ ჩემმა შვილმა გადაწყვიტა მეთაურის გვერდით მდგარიყო ბრძოლაში, ეს უკვე ნიშნავს მათ მტკიცე კავშირებზე.

წაიკითხეთ ასევე: