ჯანმრთელობა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ამ საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. Მნიშვნელოვანია, როგორც სამედიცინო სერვისების, ასევე საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, რაც გულისხმობს ხელმისაწვდომ ფასს და მარაგებს.
Pharmaco • ფარმაკო არის ქართული კომპანია, რომლის მიზანია მედიკამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ქართულ ბაზარზე.
“ჩვენი ვებ-გვერდის pharmaco.ge-ს მეშვეობით ქართველ მოსახლეობას თურქეთის წამყვანი ქარხნების წარმოებული ჯენერიულ მედიკამენტზე ვაძლევთ წვდომას. ქართულ ბაზართან შედარებით ფარმაკოში ყველა მედიკამენტი 20-დან 70%-ამდე უფრო იაფი ღირს.” - აცხადებს ფარამკოს თანადამფუძვნებელი და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი ანი ჯანგირაშვილი
ანი, რატომ აირჩიეთ მიზნად თურქულ მწარმოებლებთან თანამშრომლობა?
ჩვენი საწყისი მიზანი არ ყოფილა თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ჩვენი ამოცანა იყო საქართველოში მედიკამენტები გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ქართველი მომხმარებლისთვის.
დღეს თურქეთში მედიკამენტების ფასები საქართველოს სააფთიაქო ქსელების ფასებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი. მოთხოვნაც, შესაბამისად გაცილებით დიდია ვიდრე საქართველოში, თუმცა გარკვეული შეზღუდვების თუ ბარიერების გამო ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი.
რამ გამოიწვია თურქული მედიკამენტების დაბალი ფასი?
თურქეთში ბევრი მწარმოებელი მედიკამენტებს სპეციალური ლიცენზიით ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ამ მედიკამენტების შეძენა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, უფრო მეტიც ექსპორტზე გატანა კანონმდებლობით არის შეზღუდული. თურქეთიდან ამ მედიკამენტების შემოტანის და სააფთიაქო ქსელში განთავსების შესაძლებლობა არ არის.
ამის მიუხედავად ფარმაკო დაუკავშირდა თურქეთის წამყან ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ ჯენერიკებს [1] და აქ ჩვენ გავაჩინეთ ახალი შესაძლებლობა. ვებ-გვერდზე Pharmaco.ge შესაძლებელია ონლაინ იპოვოთ, თქვენთვის საჭირო მედიკამენტი, ქართულ ენაზე გაეცნოთ ინფორმაციას მის შესახებ და შეიძინოთ სახლიდან გაუსვლელად.

მიწოდების სერვისს როგორ ახორციელებთ?
Pharmaco.ge ამ ეტაპზე არის ონლაინ პლათფორმა, ამიტომ ჩვენი მომხმარებელები სარგებლობენ მიწოდების სერვისით. Pharmaco.ge -ზე შეძენილი მედიკამენტები და თავის მოვლის საშუალებები შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველ მისამართზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გითხარით ქართულ ქსელებთან შედარებით ჩვენთან პროდუქცია 20-70%მდე უფრო იაფია და მომხმარებელს არ აქვს დამატებითი ან/და გაუთვალისწინებელი დანახარჯი შეძენის შემდეგ.
ძირითადად რა სახის მედიკამენტებზეა საუბარი და ამ შემთხვევაშიც ხომ არ არის გარკვეული შეზღუდვები?
ჩვენ მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ, სპეციალური დანიშნულების, დეფიციტური, ძვირადღირებული და სხვა პრეპარატების ჩამოტანის სერვისით ისარგებლოს და მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისთვის ყოველგვარი დამატებითი ფასნამატის გარეშე მიიღოს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომხმარებელთა მხარდაჭერის ძალიან კვალიფიციური გუნდი გვყავს და კითხვების, რეკომენდაციების ან დახმარების საჭირობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს როგორც ვებ-გვერდზე Pharmaco.ge არსებულ ჩატში, ასევე სოციალურ ქსელებში ან დაგვიკავშირდეს ტელეფონით.
რამდენად მარტივია შეძენის პროცედურა?
ვებ-გვერდზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, სულ რამდენიმე ველის შევსების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მედიკამენტების გამოწერის სერვისით, დაბალი ფასით და სასურველ მისამართზე მიწოდების სერვისით.
ასევე ონალინ რეჟიმშია შესაძლებელი სპეციალური დანიშნულების პრეპარატებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე ხელმოწერაც შესაძლებელია ონლაინ, რაც საბაჟო და ჯანდაცვის რეგულაციების გამარტი ). ეს კიდევ უფრო მარტივს ხდის ჩვენს სერვისს.
R