ავტორი:

ჭურჭლის ღრუბელი სახლში ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ნივთია - რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შერჩევისას?

ჭურჭლის ღრუბელი სახლში ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ნივთია - რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შერჩევისას?

მკვლევარების თანახმად, ნივთზე, რომელიც სახლში ყველაზე სუფთა და უსაფრთხო უნდა იყოს, 362 სახეობის ბაქტერია ცხოვრობს, ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე კი გერმანელმა მეცნიერებმა 45 მილიარდი მათგანი აღმოაჩინეს.

კვლევა გერმანიაში ჩატარდა და მის ფარგლებში სხვადასხვა ოჯახში გამოყენებული ღრუბლიდან აიღეს ნიმუშები.

USDA-ს (აშშ-ის აგრიკულტურის სახელმწიფო დეპარტამენტი) განმარტებით, შეიძლება, თქვენს ღრუბლებს ყოველი გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ რეცხავთ, თუმცა ბაქტერიების მოსაცილებლად ეს საუკეთესო გამოსავალი მაინც არ არის.

მაშინ როგორ გავრეცხოთ ღრუბელი სწორად?

ბაქტერიების დაუძინებელი მტერი მაღალი ტემპერატურაა, ამიტომ რეკომენდებულია, ყოველი გამოყენების შემდეგ, ღრუბელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გაირეცხოს ან ცოტა ხნით მიკროტალღურ ღუმელში გავაჩეროთ (მანამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღრუბელი არ შეიცავს მეტალის ნაწილაკებს, რამაც შეიძლება ცეცხლის გაჩენა გამოიწვიოს).

  • ბაქტერიების დასახოცად მიკროტალღური ღუმელის გამოყენების შემთხვევაში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღრუბელი სველია;
  • თუ ღრუბელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოვათავსებთ, ის მაღალ ტემპერატურაზე უნდა გავრეცხოთ.

დამეთანხმებით, რომ ყოველდღიურად ასეთი რუტინის შესრულება დროის დიდ რესურსს მოითხოვს. ამასთან, მაღალ ტემპერატურაზე ღრუბელი ზიანდება და თუ რეკომენდებულია, ის 1-2 კვირაში ერთხელ შევცვალოთ, ამის გაკეთება უფრო ხშირად მოგვიწევს, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ასევე, ზოგიერთი ღრუბელი პლასტიკის შემცველობის გამო არაეკომეგობრულია, ხვდება ოკეანეებში და საბოლოოდ, ჩვენს საკვებში შეიძლება აღმოჩნდეს, რაც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უპირველეს გამოწვევას წარმოადგენს.

რა გამოსავალი არსებობს?

რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ჩვენს სახლში ყველაზე დაბინძურებული ნივთია, მეცნიერებმა უფრო ეფექტურ ფორმულებზე დაიწყეს მუშაობა. გერმანულმა კომპანია „ვილედამ“ (Vileda), რომელიც თავისი პროდუქციით თითქმის მთელს მსოფლიოს ფარავს და საქართველოშიც ფართოდ არის წარმოდგენილი შეიმუშავა ფორმულა, რომელიც ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებს და სამზარეულოს საწმენდ ტილოებს, რომელზეც არანაკლები რაოდენობის ბაქტერია მრავლდება, ანტიბაქტერიული აგენტების დამატებას გულისხმობს. წარმოების აღნიშნულ ხაზს Ultrafresh line უწოდა და მილიონობით ადამიანს საშუალება მისცა, თავისი ყოველდღიურობა უფრო უსაფრთხოდ ექცია.

ახალი ფორმულის შემუშავების შემდეგ „ვილედამ“ კვლევა დამოუკიდებელ კომპანიას დაუკვეთა, რომლის დასკვნის თანახმად, ღრუბლებსა და ტილოებზე აგენტების დამატებით მნიშვნელოვნად შემცირდა ბაქტერიების რაოდენობა და სრულიად გაქრა უსიამოვნო სუნი, რაც მაგალითად ტილოებს რამდენიმედღიანი გამოყენების შემდეგ ახასიათებს.

ახალი თაობის საწმენდი ღრუბლები და ტილოები საშუალებას გვაძლევს, უფრო ხანგრძლივი დროით შევინარჩუნოთ ჰიგიენა და ბაქტერიებისა და პარაზიტებისგან დავიცვათ ჩვენი ოჯახები. ისინი ჩვეულებრივ ჰიგიენის საშუალებებთან შედარებით 5-ჯერ გამძლეა ბაქტერიების მიმართ.

უფრო კონკრეტულად, რას მოიცავს „ვილედას“ სამზარეულოს ანტიბაქტერიული ხაზი?

● ჭურჭლის ანტიბაქტერიული ღრუბლები: N2 საშუალოქაფიანი და N3 მაღალქაფიანი

ღრუბლები შეიცავს ვერცხლის ქლორიდს, რომელიც აფერხებს ბაქტერიების ზრდას აბრაზივში. ასევე, ULTRA FRESH-ის ინგრედიენტი თუთია პირითიონი (zinc pyrithione) და თიაბენდაზოლი(Thiabendazole), აფერხებს ბაქტერიების ზრდას ქაფში.

ღრუბლები განკუთვნილია უნივერსალური ნაზი წმენდისთვის და არ კაწრავს ზედაპირს. აღსანიშნავია, რომ მაღალქაფიანი ღრუბელი პრაქტიკული დიზაინით დაზიანებისგან იცავს ხელებსა და ფრჩხილებს.

● უნივერსალური ტილოები: "ანტიბაქტერიული" N2 და N3

ტილოები ხასიათდება მაღალი წმენდის სიმძლავრითა და სუპერ შეწოვით. Vileda ULTRA FRESH უნივერსალური ქსოვილები საფუძვლიანად აშორებს ჭუჭყს და ცხიმს და არ ტოვებს ლაქებს.

ამასთან, ქსოვილები არაჩვეულებრივად გამძლეა და შეიძლება გაირეცხოს მაქსიმუმ 60°C-ზე სარეცხ მანქანაში. მათი გამოყენება შეგვიძლია სხვადასხვა სახის ზედაპირის წმენდისას.

R