ავტორი:

"პირდაპირ ვაფრთხილებ "ჰეზბოლას“ და ირანს, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ" - ოლაფ შოლცი

"პირდაპირ ვაფრთხილებ "ჰეზბოლას“ და ირანს, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი "ჰეზბოლასა“ და ირანს მოუწოდებს, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ.

"პირდაპირ ვაფრთხილებ "ჰეზბოლას“ და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში”, - განაცხადა შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბინ ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს.

"ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ, გერმანიის მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს და ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომისთვის მოქალაქეების ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - აღნიშნა შოლცმა და დასძინა, რომ "ჰამასი“ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.