ავტორი:

"ოპოზიციის უმრავლესობა არ აპირებს დაესწროს რუსულ შაპიტოს, რომელიც კობახიძემ მოაწყო - იმპიჩმენტის პროცესი აბსურდულია" - სალომე სამადაშვილი

"ოპოზიციის უმრავლესობა არ აპირებს დაესწროს რუსულ შაპიტოს, რომელიც კობახიძემ მოაწყო - იმპიჩმენტის პროცესი აბსურდულია" - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციის უმრავლესობა არ აპირებს დაესწროს ამ რუსულ შაპიტოს, რომელიც კობახიძემ მოაწყო - მთელი ეს პროცესი აბსურდულია, - ამის შესახებ “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ოპოზიცია მხოლოდ საკითხის კენჭისყრას არ დაესწრება თუ განხილვასაც, სამადაშვილი ამბობს, რომ "საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კონსულტაციები გრძელდება”.

"მიმაჩნია, რომ მთელი ეს იმპიჩმენტის პროცესი აბსურდულია, რადგან საერთო არ აქვს ქართველი ხალხის ინტერესებთან. ამიტომ, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "რუსულ ოცნებასთან” ამ დარბაზში მისი მარტო დარჩენა უკეთესად გამოამჟღავნებს რუსული პროცესის აბსურდულობას, ეს მისი უფლებაა. ამ შემთხვევაში რუსული დავალება სრულდება ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით და მიგვაჩნია, რომ პატივი უნდა ვცეთ პრეზიდენტის პოზიციას. რაც შეეხება “ლელოს” პოზიციას ამ აბსურდულ, კობახიძის რუსულ ცირკზე, წარვადგინეთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრება სასამართლოს მეგობრის სტატუსით”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.