ავტორი:

მოკლულია "ჰამასის" მაღალი რანგის მეთაური აიმან ნოფალი - რა დეტალებია ცნობილი?

მოკლულია "ჰამასის" მაღალი რანგის მეთაური აიმან ნოფალი - რა დეტალებია ცნობილი?

ღაზაში "ჰამასის" შეიარაღებული ფრთის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. "ჰამასის" უფროსი მეთაური აიმან ნოფალი ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ღაზას სექტორში ალ-ბურეჯის ბანაკთან ახლოს დაიღუპა. ინფორმაციას დაჯგუფების შეიარაღებული ფრთა ავრცელებს.

აიმან ნოფალი იყო იზ ედ-დინ ალ-კასამის ბრიგადების უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი, ის ზედამხედველობდა ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილს, ნათქვამია ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.