ავტორი:

რატომ გადადო ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია?

რატომ გადადო ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაცია?

ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციას ღაზას სექტორში არ განახორციელებს, სანამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში იმყოფება. ამის შესახებ Der Spiegel წყაროებზე დაყრდნობით წერს.

პარალელურად, როგორც გამოცემა წერს, ისრაელის არმია ღაზას სექტორში აქტიური შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება.

ბაიდენის ვიზიტი ისრაელში ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს იგეგმება.

  • 15 ოქტომბერს The New York Times-ი ისრაელის თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სახმელეთო ოპერაცია ამ შაბათ-კვირას უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ის რამდენიმე დღით გადაიდო. ერთ-ერთი მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა, კერძოდ ღრუბლიანობა.

მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის წინ, ისრაელმა ღაზას სექტორის მოსახლეობას ურჩია ევაკუაცია განეხორციელებინათ რეგიონის სამხრეთით - დაზარალდა მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო გაერომ ევაკუაციას "ჰუმანიტარულ კრიზისი" უწოდა.

დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ სამშაბათს დილით განხორციელდა საჰაერო თავდასხმების სერია ღაზას სექტორში, ისრაელის არმიამ ჰამასის შტაბ-ბინებს, სამხედრო ობიექტებს და სამალავებს დაარტყა.

IDF-ის ცნობით, თავდასხმების სამიზნე იყო ღაზას ქალაქ ზეიტუნის რაიონი, ჩრდილოეთ რაფაჰ, ჯაბალია და ხან იუნისი.

წაიკითხეთ ასევე: