ავტორი:

"ნუ ქადაგებენ, რომ ყველა უნდა იყოს ღარიბ-ღატაკი - გვახსოვს, ცალ-ცალი "კალოშით" მოვიდა კეზერაშვილი, ახლა "მისტერ ოფშორი" გახდა" - ოდიშარია ოპოზიციას

"ნუ ქადაგებენ, რომ ყველა უნდა იყოს ღარიბ-ღატაკი - გვახსოვს, ცალ-ცალი "კალოშით" მოვიდა კეზერაშვილი, ახლა "მისტერ ოფშორი" გახდა" - ოდიშარია ოპოზიციას

ნუ ქადაგებენ, რომ ყველა უნდა იყოს ღარიბ-ღატაკი, ხომ ჰყავდათ ღარიბ-ღატაკი და ხომ არის ახლა დამფინანსებელი - ზოგს კბილი ჩაუსვეს, ზოგს ორი ქურთუკი უყიდეს და ზოგს „ჰუალინგში“, „ჩერდაკში“ 40 კვადრატული სახლი, მორჩა დამთავრდა, ესაა ამათი ფასი,- ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც ჯუანშერ ბურჭულაძის ქონებრივ მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გარანტია შეუძლია მისცეს საზოგადოებას, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობიდან „იმით წავა, რითაც მოვიდა“.

"რაც შეეხება გაუთავებელ წამოყვედრებას ჯუანშერ ბურჭულაძეზე, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ცალ-ცალი კალოშით მოვიდა კეზერაშვილი, ახლა მისტერ ოფშორი გახდა, ასეთი სწრაფი კარიერული ზრდა, მე არ ვიცი, შესაშურია, ნიჭიერებას დავუკავშირო თუ რას, არ ვიცი.

ბურჭულაძე განსხვავებით კეზერაშვილისგან, რომელიც ცალ - ცალი კალოშით მოვიდა და 5 მილიარდით გადაახტა მერე საზღვარს, რითიც მოვიდა, იმით წავა. ამის გარანტია შემიძლია საზოგადოებას მივცე. ამის რწმუნებას მაძლევს მისი პატიოსნება და მისი დამოკიდებულება ზოგადად და ნუ ქადაგებენ, რომ ყველა უნდა იყოს ღარიბ-ღატაკი, ხომ ჰყავდათ ღარიბ-ღატაკი და ხომ ჰყავთ ახლა დამფინანსებელი, ეშლებათ ამათ, ანტიკორუფციულ მოძრაობებში რომ არიან გაწევრიანებული, არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ზოგს კბილი ჩაუსვეს, ზოგს ორი ქურთუკი უყიდეს და ზოგს „ჰუალინგში“, „ჩერდაკში“ 40 კვადრატული სახლი, მორჩა დამთავრდა, ეს არის ამათი ფასი და იმ ერთეულების რაც არის, მოგახსენეთ", - განაცხადა ოდიშარიამ.