ავტორი:

რუსებმა ზაპოროჟიეში მაღალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ზაპოროჟიეში მაღალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეზე ექვსი სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე განხორციელდა.

"ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ. კიდევ სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება“, - აცხადებს კურტევი.