ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
"მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო. ღმერთმა დაგლოცოთ ისრაელის დაცვისთვის“, - განუცხადა ისრაელის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი, ისრაელში ვიზიტისას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ამერიკელების ოჯახის წევრებს შეხვდება.