ავტორი:

"ეს გოგონები "ჰამასს" ახლა ღაზაში, სპეციალურ გვირაბში ჰყავს გამოკეტილი... მათი ვიდეოს ნახვამ შოკში ჩამაგდო" - რა ჰყვებიან ახლობლები ტერორისტების ტყვეებზე?

"ეს გოგონები "ჰამასს" ახლა ღაზაში, სპეციალურ გვირაბში ჰყავს გამოკეტილი... მათი ვიდეოს ნახვამ შოკში ჩამაგდო" - რა ჰყვებიან ახლობლები ტერორისტების ტყვეებზე?

ინტერნეტში გამოჩნდა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში "ჰამასის" ბოევიკების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმის დროს გადაღებული ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ რა ხდებოდა მძევლად აყვანილი მოსახლეობის სახლებში. ყველაფერს, რაც ადგილზე მოხდა, პირდაპირ ეთერში თავად თავდამსხმელები იღებდნენ.

საბედისწერო ღამიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა. მძევლად აყვანილთა ნათესავები, სასოწარკვეთილნი არიან, მათ სურთ მიიღონ ინფორმაცია ახლობლების შესახებ, უყურებენ ვიდეოებს, რათა აღადგინონ სურათი იმის შესახებ, თუ მოხდა იმ ღამეს. ზოგიერთმა მათგანი იმედგაცრუებულია, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია რაიმე პროგრესს დაკარგულების ძიებაში.

  • მაგალითად, ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ბრიტანეთში მცხოვრები ნირ დარვიში. მისი ნათესავები, ხუთსულიანი ოჯახი, კიბუც ნაჰალ ოზზე ბოევიკების თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდნენ.

ვიდეოს მიხედვით, ნაუმ ილიაკიმი, მისი პარტნიორი დიკლა არავა, მისი 17 წლის ვაჟი ტომერი და ნაუმის ორი ქალიშვილი, 15 წლის დაფნე და 8 წლის ელა საკუთარ სახლში არიან და კიბუცის 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ტერორისტებს სახლში შეჭრის შემდეგ ფეისბუქზე ლაივი ჰქონდათ ჩართული

ორშაბათს ხელისუფლებამ ახლობლებს შეატყობინა, რომ დიკლა და ტომერი ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს. მათი ცხედრები კიბუცის გარეთ იპოვეს. ნირ დარვიშის თქმით, "ჰამასის" მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ფოტოზე ჩანს, რომ ელა და დაფნე ტყვეობაში არიან.

სამშაბათს, ნაუმის ბიძაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ის გარდაიცვალა. ბოლო ფოტოზე ჩანს, როგორ მიჰყავთ ის ტერორისტებს სადღაც მტვრიან გზაზე.

ნირ დარვიში თვლის, რომ გოგონები ახლა სადღაც ღაზაში არიან და "ჰამასს" ისინი სპეციალურ გვირაბში ჰყავთ სხვა ტყვეებთან ერთად.

"ისინი სხედან [ფოტოებში] ლეიბზე, არ ანთია სინათლე, ამიტომ დარწმუნებულები ვართ რომ ღაზაში არიან“ - ამბობს ნირი, მოგეხსენებათ ისრაელმა ღაზას სხვა რესურსებთან ერთად ელექტროენერგიაც შეუწყვიტა.

ნირმა აღიარა, რომ გოგოების ვიდეოს ნახვამ შოკში ჩააგდო.

"არავის ვუსურვებდი, რომ მსგავსი რამ განეცადოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ორ პატარა გოგონას ეხება, თან როცა იცი, რა ელის მათ." იმის გამო, რომ ისინი [ჰამასის მებრძოლები] აშკარად არ აპირებენ მათთვის წყლისა და საკვების მიცემას ან კარგად მოპყრობას“.

მას მიაჩნია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილი სახმელეთო ოპერაცია "დიდი შეცდომაა" და ფიქრობს, რომ სამხედროები ვერასოდეს იპოვიან მძევლებს.

ნაუმ ელიაკიმი და დიკლა არავა, ელა ელიაკიმი, ტომერ არავა, დეფნე ელიაკიმი

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი იყენებენ "ყველა სადაზვერვო და ოპერატიულ ზომას" ტყვეების დასაბრუნებლად, რომელთა ყოფნა ღაზას გაურკვეველ ადგილებში მნიშვნელოვნად გაართულებს ნებისმიერ სახმელეთო ოპერაციას.

თუმცა, გოგონების დედა, მაიანი, ცდილობს იმედიანად იყო. მან BBC-ს ისრაელში საკუთარი სახლიდან ესაუბრა.

"იყავით ძლიერები, იზრუნეთ ერთმანეთზე. გაუფრთხილდი მამას - მამა მოგხედავს და იზრუნებს თქვენზე, - მიმართავს ქალიშვილებს.

ქალის თქმით, ერთ გოგონას უყვარს სიმღერა, მეორეს ცეკვა და დები სულ ერთად არიან.

მაიანი თავის ქალიშვილებთან ერთად რამდენიმე წლის წინ

ჰამასის თავდასხმა ისრაელზე

2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინის მებრძოლმა დაჯგუფება ჰამასმა უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე დაიწყო. მათ კიბუციებსა და ქალაქებში ღაზას სექტორის მახლობლად, ასობით ადამიანი მოკლეს და ათობით მძევლად აიყვანეს.

ჰამასი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას და მის ნაცვლად ისლამური სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. მოძრაობას მხარს უჭერს ირანი.

დაჯგუფება ხელისუფლებაში ღაზას სექტორში 2007 წელს არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ შემდეგ ძალადობრივად განდევნა პოლიტიკური ოპონენტები. ისრაელმა ეგვიპტესთან ერთად 2007 წლიდან დაბლოკა სექტორის საზღვრები უსაფრთხოების ზომების მოტივით.

ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაშია შეყვანილი მრავალი ქვეყნის მიერ, მათ შორისა დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, აშშ, ისრაელი, იაპონია და ავსტრალია.