ავტორი:

"შეუძლია დაჯდეს, მიირთვას ბლინები და გვეწვიოს ჩვენ ჩაიზე" - პუტინმა ბაიდენი მოსკოვში დაპატიჟა

"შეუძლია დაჯდეს, მიირთვას ბლინები და გვეწვიოს ჩვენ ჩაიზე" - პუტინმა ბაიდენი მოსკოვში დაპატიჟა

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენი მოსკოვში ჩაიზე დაპატიჟა. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტისას გააკეთა.

  • პუტინს ჟურნალისტმა კომენტარი სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ "რუსეთმა უკვე წააგო ომი უკრაინაში".

”თუ რუსეთმა წააგო ომი, რატომ აწვდის აშშ უკრაინას იარაღს? დაუბრუნონ ამერიკას იარაღი. მას კი (გულისხმობს ბაიდენს) შეუძლია დაჯდეს, მიირთვას ბლინები და გვეწვიოს ჩვენ ჩაიზე.

თუ ომი წავაგეთ, რატომ აწვდიან ATAVMS-ებს? ჰკითხეთ მას. ეს სასაცილოა, შეცდომა იყო შეერთებული შტატებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. უკრაინისთვის ამაში კარგი არაფერია, უბრალოდ, ახანგრძლივებს აგონიას“, - განაცხადა პუტინმა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/zFc_z1O-OWo?si=m5Y5hRrrPKboe7_t" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>