ავტორი:

"აფხაზეთსა და რუსეთს შორის გრძნობები მაინც არსებობს... აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია" - სერგეი შამბა

"აფხაზეთსა და რუსეთს შორის გრძნობები მაინც არსებობს... აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია" - სერგეი შამბა

"აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია" - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროზე არის მორგებული. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი“, - განაცხადა შამბამ.

რუსული სააგენტოს, "რია ნოვოსტის" ცნობით, შამბამ ასევე აღნიშნა, რომ "რუსული ენის წყალობით, აფხაზეთი მსოფლიო კულტურის ნაწილი გახდა".

"დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის - მწერლების, მხატვრების და მრავალი სხვის ყურადღებას“, - აღნიშნა მან.

წყარო