ავტორი:

"ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს" - სერგეი ლავროვი

"ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს" - სერგეი ლავროვი

ღაზაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფხენიანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვაკვირდებით მცდელობებს, რომ ყველაფერი ირანს დააბრალონ, რაც საკმაოდ პროვოკაციულად მიგვაჩნია. მე მჯერა, რომ ირანის ხელმძღვანელობა საკმაოდ პასუხისმგებლიან, დაბალანსებულ პოზიციას იკავებს და ცდილობს არ დაუშვას კონფლიქტის რეგიონში გავრცელება“, - აღნიშნა ლავროვმა.

პრესკონფერენციაზე ლავროვმა კომენტარი გააკეთა თურქეთის ინიციატივის შესახებ, კრიზისის მშვიდობიანად გადასაწყვეტად გარანტორი სახელმწიფოების სისტემა შექმნას და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა თურქეთთან ითანამშრომლოს.