ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ასობით ობიექტს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ "სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების" სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, რაფატ აბუ ჰილალის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღნიშნული ორგანიზაცია სიდიდით მესამე შეიარაღებული დაჯგუფებაა ღაზაში "ჰამასის" და პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" შემდეგ.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მოხდა თავდასხმა, არ ვრცელდება, თუმცა აღნიშნულია, რომ ის გამთენიისას განხორციელდა.
ალ-შანტი 2021 წელს პირველი ქალი გახდა, რომელიც "ჰამასის“ პოლიტიკურ ბიუროში, გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოში აირჩიეს. მისი ქმარი, აზიზ ალ-რანტისი 2004 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.