ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერები ავტოკოლონებით რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მიემართებიან

"ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერები ავტოკოლონებით რესპუბლიკის მოედნიდან ჭორვილაში მიემართებიან

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ და ავტოკოლონებით მსვლელობით ჭორვილაში მიემართებიან.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ქართველი ხალხის სახელით "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს შეახსენებენ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, "ქართული ოცნება“ დეკლარირებულად გვაყენებს რუსეთის გვერდით.

"ვაგრძელებ რეგიონებში სიარულს, ეს დღეს არ დამიწყია. დღეს სიმბოლურად მივემართებით რუსი ოლიგარქის მშობლიურ სოფელში, შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება“ დეკლარირებულად გვაყენებს რუსეთის გვერდით, რასაც არ დავუშვებთ. ყველგან ვიქნებით, სადაც ორი ადამიანიც კი გააპროტესტებს ამას. საბოლოოდ ყველა ერთად ვიბრძოლებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”,-აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ "პუტინის დაკვეთით საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტყვეობაშია”.