ავტორი:

"აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება იყოს სამოქალაქო მსხვერპლი" - შოლცი

"აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება იყოს სამოქალაქო მსხვერპლი" - შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ცინიკური“ გაფრთხილებების გამო გააკრიტიკა.

კერძოდ, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინი ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ გაფრთხილებების გამო გააკრიტიკა.

„აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია“, - განაცხადა შოლცმა.