საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფეხბურთის ვარსკვლავს, კარიმ ბენზემას ტერორისტებთან კავშირში დასდო ბრალი.
ცნობისთვის, ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ, "რეალის“ ექსფეხბურთელმა სოციალურ ქსელებში პალესტინელების მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა:
"ვლოცულობთ ღაზაში მცხოვრებ ხალხზე, რომლებიც ისევ გახდნენ უსამართლო ავიაიერიშების მსხვერპლნი, რომლებიც არც ქალებს ინდობენ, არც ბავშვებს", - წერდა ბენზემა.
ამბავს გამოემხაურა ფრანგი "რესპუბლიკელი“ და მარსელის ვიცე-მერი ვალერი ბუაინე.
"თუკი, რასაც ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, სიმართლეა და კარიმ ბენზემა დაკავშირებულია "ძმებ-მუსლიმებთან“, მაშინ მე ვითხოვ სანქციებს, კერძოდ - მოქალაქეობის ჩამორთმევს", - განაცხადა ბუაინემ.
მისი აზრით, თავდაპირველად, სიმბოლური სანქცია უნდა იყოს "ოქროს ბურთის“ ჩამორთმევა, რასაც მისი აზრით, მოქალაქეობის ჩამორთმევა უნდა მოჰყვეს.
"ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ საქვეყნოდ ცნობილმა ფრანგმა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ასეთი განცხადებებით შეარცხვინოს და უღალატოს ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია განცხადებაში.
- ბენზემა უარს ამბობს თამაშის დაწყების წინ საფრანგეთის ჰიმნის შესრულებაზე
- მის პოსტებში შეინიშნება პროზელიტიზმი
- ჰქონდა საერთო ფოტო ქალაქ მოს იმამთან, რომლის სახლში სამუელ ფატის მკვლელობიდან გამომდინარე ჩხრეკა ჩატარდა
- მხარს უჭერდა ჰაბიბ ნურმაგომედოვის სიძულვილის შემცველ პოსტებს
სამინისტროში თქვეს, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტები არ არის საკმარისი, რომ სასამართლო დავა დაიწყოს.