ავტორი:

ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან

ევროკავშირის მინისტრები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

მინისტრებმა შეხვედრაზე საფრანგეთსა და ბელგიაში განხორციელებული ისლამისტური თავდასხმების შემდეგ საჭირო ნაბიჯები განიხილეს.

მინისტრების თქმით, ბოლო დროის ისლამისტური თავდასხმების შემდეგ ევროკავშირმა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების უკეთესი მონიტორინგი უნდა განახორციელოს და გააძევოს პირები, ვინც უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ითვლებიან.

“მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, ვისაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ, [თავის ქვეყანაში] ძალის გამოყენებით დავაბრუნოთ, დაუყოვნებლივ…

უფრო ეფექტიანები უნდა ვიყოთ, ხვრელები დავხუროთ და დაბრუნებების განხორციელების გადაწყვეტილებებში უფრო სწრაფები ვიყოთ”, - განაცხადა შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა.