ავტორი:

"ივანიშვილი "ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება" - დავით ჭიჭინაძე

"ივანიშვილი "ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება" - დავით ჭიჭინაძე

ივანიშვილი "ქართული ოცნების“ მოსაშორებლად ემზადება , - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია აწყობს, სანქციებიდან თავის არიდების მიზნით დასავლეთთან მომლაპარაკებელი რომ ჰყავდეს.

"რადგან, ფარცხალაძის სანქცირება რა არის იმასთან შედარებით, თუ ივანიშვილი დაასანქცირეს! რამდენი უნდა დაკარგოს, წარმოიდგინეთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გაუკეთებია, შემიძლია უცებ დაყადაღდეს.

მოკლედ, ბიძინა ივანიშვილისთვის "ქართული ოცნება“ თავისი რესურსით უკვე ამოწურულია და ზუსტად ხვდება, რომ ამ შემადგენლობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ არის ზურაბიშვილის სახით ახალი "გმირის" გაჩენის მცდელობა - ე.წ. დასავლეთისთვის მებრძოლი გამარჯვების სიმბოლო. და ამიტომ ვამბობ, რომ დღეს, ზურაბიშვილია სწორედ ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილთან მიმართებით ან აგრესიით ან მტრობით გამოირჩევა, ამის თუნდაც ერთი ფაქტი მოიყვანონ. ივანიშვილის ახალი გადალაგებები კი მალე გამოჩნდება”, - აცხადებს ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.