ავტორი:

ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს - რა უნდა მოაგვაროს საქართველომ?

ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს - რა უნდა მოაგვაროს საქართველომ?

მთლიანობაში, საქართველოს აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამის შესახებ ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშში წერია

კერძოდ, ევროკომისია რამდენიმე პრობლემურ სფეროს გამოყოფს, რომლებიც საქართველომ უნდა მოაგვაროს:

1 - საქართველოს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის იმ ქვეყნების სიასთან დაკავშირება, რომლებთანაც სავიზო რეჟიმია, კერძოდ კი იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ;

2 - წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო განცხადებებისა და არარეგულარული ყოფნის საკითხის მოგვარებაში ქმედებების გააქტიურება;

3 - საიმიგრაციო კონტრაბანდასთან დაკავშირებული EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის აქტივობებში მონაწილეობა და სხვა.

ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია.

კერძოდ, ევროკომისია აღნიშნავს, რომ წინა, მეხუთე, ანგარიშში მათ რეკომენდაცია გასცეს, რომ საქართველომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა მთლიანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაუთანაბროს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და საქმიანობის შემაფასებელი კანონმდებლობა მიიღოს და განახორციელოს.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციები ბოლომდე ჯერ არ შეუსრულებია.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს არ დაუწყია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების დამატებითი შემოწმების შესახებ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, კანონმდებლობის მომზადების პროცესი..