ავტორი:

ბაღდადში, ამერიკელი სამხედროებისა და დიპლომატების განთავსების ადგილთან, სარაკეტო თავდასხმა მოხდა

ბაღდადში, ამერიკელი სამხედროებისა და დიპლომატების განთავსების ადგილთან, სარაკეტო თავდასხმა მოხდა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის მიმართულებით, სადაც განთავსებული არიან ამერიკელი სამხედროები, დიპლომატები და სამოქალაქო პირები, დღეს დილით ორი რაკეტა ისროლეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანია ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი რაკეტა ანტისარაკეტო სისტემამ მოიგერია, მეორე კი ცარიელ საწყობს მოხვდა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.

CNN-ი იუწყება, რომ ეს, ბოლო დღეებში, არ არის პირველი თავდასხმა, რომლის სამიზნეც ერაყში აშშ-ისა და კოალიციის ძალები არიან და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანსა და ისრაელის სხვა მოწინააღმდეგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ღაზაში კონფლიქტის გაღვივებას არ შეეცადონ.