ავტორი:

სერგეი ლავროვი რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასასვენებლად წასვლას ურჩევს - რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ფხენიანში და შეხვედრა კიმ ჩენ ინთან (ფოტოები)

სერგეი ლავროვი რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასასვენებლად წასვლას ურჩევს - რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ფხენიანში და შეხვედრა კიმ ჩენ ინთან (ფოტოები)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა და ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეელი ხალხი ლავროვს ყვავილებით დახვდა

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ ლავროვის შეხვედრა კიმთან ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ვიზიტამდე, ლავროვმა უკრაინაში "რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერისთვის ჩრდილოეთ კორეას მადლობა გადაუხადა". თანადგომის საპასუხოდ, მან შეჰფიცა, რომ თავის მხრივ, რუსეთიც სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ფხენიანს: "რუსეთის ფედერაცია თავის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოხატავს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მისწრაფებების მიმართ", - განაცხადა ლავროვმა.

მიღებაზე ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი ძალიან აფასებს "ფხენიანის ურყევ და პრინციპულ მხარდაჭერას" უკრაინაში "რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში.

  • გარდა ამისა, ფხენიანში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენება ურჩია.

ლავროვს ჟურნალისტმა ჰკითხა, ურჩევდა თუ არა ის რუს ტურისტებს, ჩრდილოეთ კორეაში დასასვენებლად ჩასვლას, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ ურჩევდა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, ლავროვმა ჩრდილოეთ კორეელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების - იაპონიის და სამხრეთ კორეის სამხედრო აქტივობების მოხშირება, შემაშფოთებელია.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა