ავტორი:

"ჰამასმა" აუტისტური სპექტრის მქონე 12 წლის ნოაია ბებიასთან ერთად მოკლა" - რას წერს ტრაგიკული ამბის შემდეგ "ჰარი პოტერის" ავტორი, ჯოან როულინგი?

"ჰამასმა" აუტისტური სპექტრის მქონე 12 წლის ნოაია ბებიასთან ერთად მოკლა" - რას წერს ტრაგიკული ამბის შემდეგ "ჰარი პოტერის" ავტორი, ჯოან როულინგი?

ისრაელის მთავრობის ცნობით, ნოაია დანის და მისი 80 წლის ბებიის ცხედრები იპოვეს. ბებია-შვილიშვილი "ჰამასმა" 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის პირველ დღეს მძევლად აიყვანა.

12 წლის ნოაია დანი, რომლის შესახებაც ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი წერდა, "ჰამასის" ბოევიკების ტყვეობაში გარდაიცვალა.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, პატარა გოგონა ბებიასთან კარმელასთან ერთად გარდაიცვალა. მათი ცხედრები გასულ ღამეს იპოვეს.

The Daily Mail-მა ტრაგედიის რამდენიმე დეტალი გაავრცელა. 80 წლის ქალი და მისი შვილიშვილი ნოაია დანი, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს, 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაიკარგნენ.

ოჯახს იმედი არ დაუკარგავს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედებების წყალობით კვლავ შეძლებდნენ საყვარელი ადამიანების ნახვას, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

გარდაცვალების ცნობის გავრცელებამდე ნოაიას დედამ ქალიშვილის ბოლო ხმოვანი შეტყობინება სოციალურ ქსელში გააზიარა. გოგონა ბებიის სახლში იმალებოდა, სანამ "ჰამასის" მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას ეძებდნენ, რათა დაეხოცათ ან მძევლად აეყვანათ.

"დედა, გარეთ ყვირილის ხმა ისმოდა, რამაც შემაშინა. ბებიას სახლის ყველა ფანჯარა ჩამტვრეულია, იმის გამო, რომ კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. დედა... მეშინია. “, - ამბობს ხმოვან შეტყობინებაში 12 წლის გოგონა.

დანის ოჯახის კიდევ სამი წევრი კვლავ დაკარგულია.

როდესაც დაკარგული გოგონას შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ამბავს ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი გამოეხმაურა. ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორმა სოციალურ ქსელ გამოაქვეყნა მესიჯი, რომელშიც მთელ მსოფლიოს უამბო ბავშვის ისტორია. ფოტოზე ნოაია დანს ხელში ეჭირა ებრაულად თარგმნილი ჰარი პოტერის წიგნი და ჯადოსნური ჯოხი.

"ბავშვის გატაცება საშინელებაა და სრულიად გაუმართლებელი. გასაგები მიზეზების გამო, ამ სურათმა შოკში ჩამაგდო. დაე, ნოაია და ჰამასის აყვანილი ყველა სხვა მძევალი მალე დაბრუნდნენ ოჯახებში", - წერდა როულინგი.