ავტორი:

"ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებას განიხილავს

"ჰამასი" ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლებას განიხილავს

"ჰამასმა" ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ რამდენიმე მძევლის გათავისუფლება შესთავაზა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ისრაელი ამ წინადადებას ჯერ არ დათანხმებულა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, "ჰამასს" ღაზას სექტორში 203 ადამიანი ჰყავს დატყვევებული.

ცნობილია, რომ "ჰამასის" გარდა, ღაზას სექტორში სხვა რადიკალურ დაჯგუფებებს ათეულობით ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.