ავტორი:

"პარლამენტში წარმოვადგენ წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს..." - რას აცხადებს ლევან იოსელიანი

"პარლამენტში წარმოვადგენ წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს..." - რას აცხადებს ლევან იოსელიანი

"ანგარიში ძალიან დიდია და გამიჭირდება საუბარი, რას ვიზიარებ და რას არ ვიზიარებ - უშეცდომო არავინ ვართ, ალბათ, ისიც უშვებდა შეცდომებს და მეც შეიძლება დავუშვა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში, რომელიც ნინო ლომჯარიას მომზადებულია, არაფერი შეუცვლია.

იოსელიანი აცხადებს, რომ უხერხულია ისაუბროს, რას იზიარებს და რას არა სახალხო დამცველის ანგარიშიდან.

"პარლამენტში წარმოვადგენ წინა სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს და დაველოდები მის გარშემო კითხვებს. ანგარიშს, რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ, როცა ამირჩიეს, მარტი იყო და დასრულებული იყო ანგარიშზე მუშაობა, მე მაშინ განვაცხადე, რომ არანაირ ცვლილებას არ შევიტანდი, არც ერთი ასო ამ ანგარიშში არ შემიცვლია. როგორც წინა სახალხო დამცველს ჰქონდა გააზრებული ამ ანგარიშის გამოგზავნა, ისეთი ფორმით არის გამოგზავნილი. ანგარიში ძალიან დიდია და გამიჭირდება საუბარი, რას ვიზიარებ და რას არ ვიზიარებ.

ყოველ შემთხვევაში, მომავალ წელს, როცა მოვიტან ჩემს ანგარიშს, მერე გექნებათ საშუალება შეადაროთ ჩემი ანგარიში და საზოგადოება და თქვენც დაინახავთ, რას ვიზიარებ, რას არა. როცა ამირჩიეს იმ დღიდან განვაცხადე, რომ უხერხულია მე ვისაუბრო წინა სახალხო დამცველზე და ვისაუბრო, რას ვეთანხმებოდი, რას არ ვეთანხმებოდი. როცა აქ ვიყავი როგორც პოლიტიკოსი, მაშინ ამაზე ვსაუბრობდი, მაგრამ დღეს ვთვლი, უხერხული იქნება წინა სახალხო დამცველის საქმიანობაზე ვისაუბრო, ვთვლი, რომ უშეცდომო არავინ ვართ, ალბათ ისიც უშვებდა შეცდომებს და მეც შეიძლება დავუშვა, მაგრამ ამაზე საუბარი არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი,"- განაცხადა იოსელიანმა.