ავტორი:

"ჩვენ არ ვიღებთ ჩვენი პრეზიდენტის მიმართ ასეთ ტონს" - დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენს პასუხობს

"ჩვენ არ ვიღებთ ჩვენი პრეზიდენტის მიმართ ასეთ ტონს" - დიმიტრი პესკოვი ჯო ბაიდენს პასუხობს

კრემლი არ იღებს ასეთ ტონს რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლის თქმითაც, ვერ და არ დაუშვებენ, რომ ისეთმა ტირანებმა, როგორიც ვლადიმერ პუტინია, გაიმარჯვონ.

"ცხადია, რომ საერთაშორისო ვითარებაში ძალიან ამაღელვებელი, პოტენციურად ძალიან საშიში მომენტი დგას, იგულისხმება, მათ შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს ძალიან ემოციურია და ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი რიტორიკა შეეფერებოდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლიან ლიდერებს და არა მგონია, ის ჩვენთვისაც მისაღები იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციის, ჩვენი პრეზიდენტის მიმართ“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.