ავტორი:

"ოჯახს მატერიალურად ძლიერი სასიძო უნდოდა..." - ბიზნესმენი, რომლის კომპანიაში დასაქმებულთა 80% ქალია და რომელიც თავის დროზე სასიმამრომ სიღარიბის გამო დაიწუნა

"ოჯახს მატერიალურად ძლიერი სასიძო უნდოდა..." - ბიზნესმენი, რომლის კომპანიაში დასაქმებულთა 80% ქალია და რომელიც თავის დროზე სასიმამრომ სიღარიბის გამო დაიწუნა

პროფესიით ეკონომისტი, ბიზნესმენი დიმიტრი კირხანიდი ვფიქრობ, საუკეთესო სასიძოა: სიმპათიური, მატერიალურად უზრუნველყოფილი და როგორც ამბობს, ადამიანი მავნე ჩვევების გარეშე. დიმიტრი მზადაა, საყვარელ ადამიანს ცხოვრების საუკეთესო პირობები შეუქმნას, ოღონდ ერთი პირობით, ქალმაც უნდა გაიღოს მსხვერპლი და თავი მეუღლეს მიუძღვნას; კარიერის აწყობაზე ფიქრის ნაცვლად, ქმარზე, ოჯახზე იზრუნოს...

- დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე აუდიტორულ კომპანიაში, მერე კი საკუთარი ბიზნესის აწყობა გადავწყვიტე და ფიქრი საქმედ ვაქციე: ჩამოვაყალიბე საკონსულტაციო კომპანია, სადაც უკვე ოცამდე ადამიანი მყავს დასაქმებული. საზოგადოებას ვუწევთ ბუღალტრულ, იურიდიულ, სასამართლოსა და ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებულ მომსახურებას. კომპანია ახალი გახსნილი იყო, როცა ჩამოვიდა მსხვილი ინვესტორი - ებრაელი, რომელმაც ჩვენი დახმარებით კომპანია დააფუძნა, ანგარიშები გახსნა, იყიდა მიწა, მოიგო ტენდერი, ააშენა სასტუმრო... ჩვენ ამ ყველაფერში კომპლექსურად დავეხმარეთ და ახლა ბინადრობაც მიიღო. მან ჩვენი ოცდაათივე მომსახურება გამოიყენა, რისი შეთავაზებაც შეგვეძლო. ასეთი კლიენტი ჩემთვისაც სტიმულის მომცემი იყო. უკვე მივხვდი, რომ ეს გზა გაამართლებდა.

- ბავშვობის წლებიდან რაიმე საინტერესო მიამბეთ...

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ისევე, როგორც ჩემი მშობლები, მაგრამ წარმოშობით პონტოელი ბერძენი ვარ. ყოველთვის მიყვარდა მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის ნახვა, ახალი კულტურის გაცნობა. ბავშვობაშიც ძალიან აქტიური ვიყავი, მოლაპარაკებები მიზიდავდა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თურმე სამ წლამდე საერთოდ არ ვლაპარაკობდი და ამის გამო ექიმთან მიმიყვანეს, რომელმაც დედას უთხრა: ნუ გეშინიათ, ყველაფერი რიგზეა. ახლა კი არ ლაპარაკობს, მაგრამ როცა საუბარს დაიწყებს, მერე ვეღარ გააჩერებთო (იცინის).

- მითხრეს, რომ თქვენ მიერ დასაქმებული ადამიანების 80% ქალია...

- იმიტომ, რომ ქალი თანამშრომელი უფრო სტაბილურია, პასუხისმგებლიანი. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ დასაქმებული მამაკაცები უფრო ემოციურები არიან. ისინი წარუმატებლობას წონასწორობიდან გამოჰყავს. ქალებს კი უადვილდებათ პრეტენზიულ ინვესტორებთან მოლაპარაკებაც, სიტუაციის უკეთ დალაგების უნარიც აქვთ და აზარტული თამაშებისგან, ალკოჰოლთან მეგობრობისგანაც შორს არიან. მერწმუნეთ, სადაც ფულია, იქ ქალი უფრო კარგად მუშაობს, ციფრებთან მეტად დაკვირვებულები არიან...

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- დაოჯახებული არ ვარ და ახლა არც შეყვარებული მყავს. ადრე გეტყოდით, რომ სამუშაო რეჟიმის გამო ვერ ვიცლიდი პირადი ცხოვრებისთვის, ახლა კი უბრალოდ, სასურველ ადამიანს, რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნაზე დავფიქრდებოდი, ჯერ ვერ შევხვდი. გააგრძელეთ კითხვა