ავტორი:

ფარცხალაძე სუს-ში - რა კადრებს ასაჯაროებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ფარცხალაძე სუს-ში - რა კადრებს ასაჯაროებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-მა გამოკითხვაზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები გაასაჯაროვა.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოკითხვაზე ოთარ ფარცხალაძის მისვლის კადრები "საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო“ გასაჯაროვდა.

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით. ოთარ ფარცხალაძე იმავე დღეს, 19 სექტემბერს იქნა დაბარებული და გამოცხადდა გამოკითხვაზე“, - აცხადებენ სუს-ში.