ავტორი:

"ქართველებსა და მოლდოვას რუსი ოკუპანტებისგან თავისი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ, დეოკუპაციის საკითხს უფრო სწრაფად მოვაგვარებდით" - ოლექსი დანილოვი

"ქართველებსა და მოლდოვას რუსი ოკუპანტებისგან თავისი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ, დეოკუპაციის საკითხს უფრო სწრაფად მოვაგვარებდით" - ოლექსი დანილოვი

ქართველებსა და მოლდოვას რუსი ოკუპანტებისგან თავისი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ, დეოკუპაციის საკითხს უფრო სწრაფად მოვაგვარებდით, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს, მისი ტერიტორიები წაიღო.

"შემდეგ იყო 2014 წლის თებერვლის სიტუაცია. უბრალოდ ის [ომი] იმყოფებოდა ისეთ "ცივ“ მდგომარეობაში, ახლა კი აქტიურ ფაზაში გადავიდა“, - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას რუსეთისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მაშინ ერთობლივად აგრესორის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნების საკუთხი უფრო სწრაფად მოგვარდებოდა.

"ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის დასასრულიდან - მარტის დასაწყისიდან იყო, როდესაც ჩვენთან აგრესია დაიწყო, და ვამბობდი: ქართველებსა და მოლდოვას რუსი ოკუპანტებისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყოთ, მაშინ უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ამ საკითხს. მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს ამ ქვეყნების გადაწყვეტილებაა. ისინი თვლიან, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც რუსებზე გავიმარჯვებთ, მაშინ ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს,” - განაცხადა დანილოვმა.