ავტორი:

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისა და ისრაელისთვის, ასევე ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 105 მილიარდ დოლარს ითხოვს

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისა და ისრაელისთვის, ასევე ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 105 მილიარდ დოლარს ითხოვს

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის 105 მილიარდ დოლარს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, დამატებითი დაფინანსების აღნიშნული მოთხოვნა შეარბილებს "რუსეთის მიერ უკრაინაში ბრუტალური შეჭრისა და "ჰამასის“ მიერ ისრაელზე საშინელი თავდასხმების შედეგად შექმნილ გლობალურ ჰუმანიტარულ შედეგებს, მათ შორის ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი დახმარების გაფართოებით“.

პაკეტი, რომლის აღწერაც ბოლო დღეებში უკვე გადაეცა აშშ-ის კონგრესის წევრებს, ასევე დამატებით დაფინანსებას ითხოვს აშშ-მექსიკის საზღვრისთვის და აშშ-ის პრიორიტეტებისთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

აშშ-ის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის თანახმად, აღნიშნული პაკეტის განაწილება შემდეგნაირად მოხდება: 60 მილიარდი დოლარის დაფინანსება უკრაინისთვის; 14 მილიარდი დოლარი ისრაელისთვის; 10 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების ფორმით უკრაინისთვისა და მსოფლიოს გარშემო; 14 მილიარდი დოლარი აშშ-მექსიკის საზღვრის დაფინანსება ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ფენტანილის პრობლემების მოსაგვარებლად; 7 მილიარდი დოლარი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვისა და ტაივანისთვის.