ავტორი:

"ჰამასში" ასახელებენ პირობას, რომლის შესრულების შემთხვევაში ისრაელში აყვანილ მძევლებს გაათავისუფლებენ

"ჰამასში" ასახელებენ პირობას, რომლის შესრულების შემთხვევაში ისრაელში აყვანილ მძევლებს გაათავისუფლებენ

"ჰამასის" წარმომადგენლის თქმით, დაჯგუფება მზად არის გაათავისუფლოს ისრაელში დატყვევებული მძევლების ნაწილი, მხოლოდ იმ პირობით, თუ ისრაელი შეაჩერებს სამხედრო ოპერაციას ისლამისტების წინააღმდეგ.

"ჩვენ მზად ვართ გავათავისუფლოთ მშვიდობიანი მოქალაქეები, მაგრამ გვსურს ისრაელის ჯარებმა შეაჩერონ აგრესია", - განაცხადა "ჰამასის" პოლიტბიუროს წევრმა მოჰამედ ნაზალმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ტყვეები სამ კატეგორიად დაყო: მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები და დასახლებულები. ნაზალის თქმით, "ჰამასი" მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებას განიხილავს.

ერთი დღით ადრე "ჰამასმა" ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების ტყვეობაში ამჟამად 210 ადამიანი იმყოფება.