ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა. სერია A-ს მეცხრე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ვერონას" უპირისპირდება.
რუდი გარსიამ "ნაპოლი" შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე:
უნდა ითქვას, რომ ნეაპოლურ გუნდს საკადრო პრობლემები აქვს. დღეს მოედანზე ვერ გამოდიან ჟუან ჟეზუში, რომელიც დაშავებულია და ასევე ზამბო ანგისა - მას "ფიორენტინასთან" მატჩში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა. გუნდისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელს ისეთი ტრავმა აქვს მიღებული, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო მატჩსაც გამოტოვებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ მატჩში ნეპოლელთა იმედი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ქორწინების შემდეგ პირველ მატჩს ატარებს.
მატჩის პირველივე ტაიმი ნეაპოლელების წინსვლით დაიწყო, ანგარიში 26-ე წუთზე პოლიტანომ გახსნა, საგოლე პასი მას რასპადორიმ ჩააწოდა. თუმცა რუდი გარსიას გუნდის შეტევა ამით არ დასრულებულა, ძირითადი ნაწილი სწორედ ნეაპოლელების შეტევით მიმდინარეობდა. 42-ე წუთზე ქართველმა გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით ანგარიში 2-0 გახდა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩას აწ უკვე ტრადიციულ აღნიშვნას (ისრაელ ადესანიას სტილში) მეტოქე გუნდის ფეხბურთელის, დავიდ ფარაონის გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც მოედანზე რამდენიმე წამით სიტუაცია დაიძაბა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სერია A-ში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ "ვერონას" გაუტანა.