ავტორი:

"მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა... შემთხვევით გაუგია და თვითონ დამირეკა, თავიდან მეგონა ვიღაც მაშაყირებდა" - დათო ევგენიძე გადატანილ ოპერაციაზე

"მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა... შემთხვევით გაუგია და თვითონ დამირეკა, თავიდან მეგონა ვიღაც მაშაყირებდა" - დათო ევგენიძე გადატანილ ოპერაციაზე

რამდენიმე თვის წინ მუსიკოსმა დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო. ოპერაცია 25 აპრილს ჩატარდა,12 საათი გაგრძელდა და როგორც ქირურგმა აღნიშნა, საკმაოდ რთული პროცესიც იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ევგენიძე სამშობლოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა.

როგორც ამბობს, ოპერაციამდე გარკვეული საკითხები პრობლემებს ქმნიდა, მათ შორის ფინანსები, რაც მუსიკოსის თქმით, პრემიერმა მოაგვარა. მან "იმედის" ეთერში თქვა, რომ ოპერაციისთვის პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა დააფინანსა.

"ყველაფერი საჩუქარია, მათ შორის განსაცდელით, გიორგი რომ არა, არც წავიდოდი თურქეთში, არც ვაპირებდი გადანერგვას. ყველაფერი უფლის ნებით ხდებოდა. არც ფული არ მქონდა. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც პირადად დამაფინანსა. სახელმწიფომ კი არა, პირადად, არც მითხოვია. შემთხვევით გაუგია და თვითონ დამირეკა. თავიდან მეგონა ვიღაც მაშაყირებდა, ვერ წარმომედგინა.

"ევროვიზიაზე" მივდიოდით ბილეთები აღებული იყო, შვილი, შვილიშვილები უნდა მენახა. მეორე დღეს უმიზეზოდ ბილეთები ჩავაბარე და იმ დროს, როდესაც თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, ვარიკოზული სისხლდენა დამემართა. თურქეთში რომ ჩავედით, სისხლის ჯგუფიც არ ვიცოდი, აი, ასე ჩავედით მე და გიორგი და სისხლის ჯგუფიც კი დაემთხვა ჩემი. გიორგის თვისება მე ძალიან გამომადგა. ჩემი ღვიძლი კატეთი რომ გადაიღეს სრულიად დაშლილი დახვდათ. გიორგი რომ გაჭრეს ზომაზე დიდი ღვიძლი აღმოაჩნდა. ახლა ჩემი ღვიძლი საერთოდ აღარ მაქვს, მთლიანად მისი გადმომინერგეს".

17 საათიანი ოპერაცია ჩატარდა, თვალი რომ გავახილე ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. პირველი გიორგი ვთქვი და მასაც დათო უთქვამს. ორივე ერთმანეთის ფოტოებს ვითხოვდით, რომ ნამდვილად ცოცხლები ვიყავით" - აღნიშნა ევგენიძემ.

წაიკითხეთ ასევე: