ავტორი:

“ჰამასის” თავდასხმისას დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს: რას წერს თამარ გოლდბერგის და - “დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს”

“ჰამასის” თავდასხმისას დაკარგული ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს: რას წერს თამარ გოლდბერგის და - “დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს”

7 ოქტომბერს, ისრაელში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, დაკარგულებს შორის აღმოჩნდა ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი. ქართულ მედიასთან გოგონას მეგობრები, ოჯახის წევრები ამ დღეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისინი საკუთარი ძალებითაც ეძებდნენ გოგონას.

"ახლა ვიცით, რომ თამარი არის დაკარგული... მამაჩემი თვითონ ეძებს, ჯერ ვერ იპოვეს. ჩვენ თამის ვიპოვით ცოცხალს" - ამბობდა მარიამ გოლდბერგი, დაკარგული გოგონას და.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ თამარი გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას მარიამ გოლდბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რაც მქონდა. დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს ცივსისხლიანად მოკლეს. ჩვენ ვერ ვნახავთ მის მთლიან სხეულს. ღმერთმა მოგვისაჯა ყველაზე მკაცრი განაჩენი. ღმერთმა ჩააქრო ჩვენთვის სინათლე

ყველაფერი გავაკეთე, გპირდები, ყველაფერი გავაკეთე. ალბათ ზედმეტად სუფთა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ დაგვტოვე გულში. ბოდიში, რომ მოგიწია ჯოჯოხეთის გავლა და თუ შევაჯამებ ერთ წინადადებაში "შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე"

მიყვარხარ ჩემო დაო და არასოდეს დაგივიწყებ. დაკრძალვა კვირას გაიმართება...“

რამდენიმე დღის წინ, თამარის ერთ-ერთი მეგობარი მარიამ კორტავა სოციალურ ქსელში წერდა, რომ თამარის დას, ღაზადან მოქალაქეებმა დაურეკეს და დაემუქრნენ.

„მოქალაქეები ღაზადან და ირანიდან, მოქალაქეები და არა ჰამასის მებრძოლები, რეკავენ თამის ოჯახის წევრებთან და აშინებენ და ემუქრებიან მათ.

ადამიანმა, რომელიც არ არის ჰამასის მებრძოლი, დარეკა თამის დასთან და უთხრა, რომ ცხოვრობს პალესტინაში და მათ ყველას დახოცავს და რომ პალესტინა იქნება სრულად მათი.

მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს იღებენ უამრავს, მრავალნაირი ფორმით: მესიჯები, ზარები, ვიდეო ზარები..

პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ ამის ატანა მაშინ, როცა ოჯახის წევრი მეხუთე დღეა დაკარგულია და კვალიც კი არ ჩანს, წარმოუდგენელია...“