ავტორი:

"როცა ბავშვები იღუპებიან უკრაინაში, პალესტინაში, აშშ-ში, მნიშვნელობა არ აქვს, ეს საშინელებაა... მადლობა ჩემს ქვეყანას, ჩეჩნეთს" - კადიროვთან დაახლოებული სპორტსმენის, ჩიმაევის ემოციური მიმართვა

"როცა ბავშვები იღუპებიან უკრაინაში, პალესტინაში, აშშ-ში, მნიშვნელობა არ აქვს, ეს საშინელებაა... მადლობა ჩემს ქვეყანას, ჩეჩნეთს" - კადიროვთან დაახლოებული სპორტსმენის, ჩიმაევის ემოციური მიმართვა

ჩეჩენმა მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა აბუ დაბიში, UFC-ის მთავარ ქარდზე ნიგერიელი კამარუ უსმანი დაამარცხა. ბრძოლის შემდეგ კი მისი სიტყვა საკმაოდ ემოციური იყო და მისი შინაარსიდან გამომდინარე, ბევრისთვის მოულოდნელიც, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან დაახლოებული სპორტსმენია.

  • "იცით რა ხდება მსოფლიოში, ამ მიგრძვნია ამ ბრძოლის და მოგების სიხარული, რადგან ვიცი, რომ ბავშვები იღუპებიან. არ აქვს მნიშვნელობა... უკრაინაში, პალესტინაში, სირიაში, ავღანეთსა, აშშ-ში - არ აქვს მნიშვნელობა. როცა ბავშვები კვდებიან, ეს საშინელებაა.

მიყვარს ბავშვები, სახლში შვილი მყავს, სამი თვისაა, როცა ტირის, ვიცი, რა რთულია.

იმედია მშვიდობა იქნება. მუსულმანები, ქრისტიანები, ებრაელები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ - მშვიდობა იყოს. ვიცხოვროთ მშვიდად, ვიყოთ ბედნიერები“, - თქვა ხამზატ ჩიმაევმა.

გარდა ამისა, როცა მადლობებს იხდიდა, სპორტსმენმა ჩეჩნეთი ქვეყნად მოიხსენია:

“დიდი მადლობა ჩემს ქვეყანას, ჩეჩნეთს", - აღნიშნა ჩიმაევმა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/0IE0za3ckOU?si=sZx2p_c-5K489PZn" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ავტორი: ანრი კურტანიძე