"ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს და შესაძლოა, ლიბანი ჩაითრიოს ომში, რომლიდანაც ვერაფერს მოიგებს", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.
"ნამდვილად მზად არის ლიბანის სახელმწიფო, ღაზას ტერორისტების გამო საფრთხე შეუქმნას იმას, რაც ლიბანის კეთილდღეობისა და სუვერენიტეტისგან დარჩა?“, - აღნიშნა კონრიკუსმა.
მისი თქმით, "ჰეზბოლა“ უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელი-ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და სიტუაციას ამძაფრებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, "ჰეზბოლა“ რაკეტებს სამოქალაქო შენობებიდან და დასახლებული ტერიტორიიდან ისვრის, რაც მსხვერპლს იწვევს როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებში.