ავტორი:

სერგეი ლავროვი ირანში ჩასვლას გეგმავს - რას აცხადებენ კრემლში

სერგეი ლავროვი ირანში ჩასვლას გეგმავს - რას აცხადებენ კრემლში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს, ირანს ეწვევა, - ინფორმაცია საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ ლავროვი თეირანში მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი“, - განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბარში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში გაიმართება მოლაპარაკებები.

ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.