ავტორი:

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს "3+3“ შეხვედრაში, რომელიც ირანში გაიმართება

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს "3+3“ შეხვედრაში, რომელიც ირანში გაიმართება

საქართველო თეირანში "3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა არასდროს მიუღია.

"საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს, ორშაბათს აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში "3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.

სამხრეთ კავკასიაში "მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ - "3+3" შექმნის ინიციატივის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2020 წელს განაცხადა. აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად 2021 წელს გაიმართა და საქართველო არც მაშინ დასწრებია.