ავტორი:

უბედური შემთხვევა მარნეულში - 25 წლის კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მარნეულში - 25 წლის კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.