ავტორი:

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში "ჰეზბოლას“ ორი უჯრედი გაანადგურა

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანში "ჰეზბოლას“ ორი უჯრედი გაანადგურა

ისრაელის ავიაციამ დღეს დილით ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ორ უჯრედს დაარტყა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ერთი უჯრედი ისრაელის სასაზღვრო ქალაქ მატატთან მდებარეობდა, მეორე კი მაზარია შაბაში.

თავდაცვის ძალების მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორიებიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება იგეგმებოდა.